News & Events
მარნეულში, ჩაის სახლში, კოლეჯი „მოდუსის“ ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პროფესიული განათლების მნიშვნელობას, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ სასწავლო ბაზაზე მიმდინარე სადიპლომო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებს და მიიღეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც კოლეჯი სწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.
ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ინფორმაციას პირველი მომზადების პროგრამის „ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის“ შესახებ, რომელიც კოლეჯში განხორციელდება. საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია გაიარეს „ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის“ მოკლევადიან პროფესიული მომზადების პროგრამაზე, რომელიც USAID-ის პროექტი ზრდას ფარგლებში შემუშავდა და ტექნიკურად აღიჭურვა.
საინფორმაციო შეხვედრას, კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულის კამპუსის მენეჯერი, ნინო მთვარელიძე და კამპუსის ადმინისტრაციული მენეჯერი, მამედ მირზაევი უძღვებოდა.