News & Events
ლოჯისტიკის სპეციალისტი
სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ფუნქციები (მოვალეობები):
** მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საწყობის მენეჯერის დახმარება;
** კოლეჯის შენობის გათბობისა და გაგრილების სისტემის, ლიფტის, ასევე სხვა მოწყობილობების გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** ელექტროენერგიის არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული კვების წყაროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კოლეჯის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ავტომობილების მიმდინარე და სეზონური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომუნალური ხარჯების კონტროლი;
** საქმიანი კორესპონდენციების მიწოდება ადრესატებისთვის და კოლეჯში მოტანა;
** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე კოლეჯის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგის უზრუნველყოფის კონტროლი, ამ მიზნით დამლაგებლების ჯგუფის მართვა;
** კოლეჯში დაგეგმილი შეხვედრებისთვის შესაბამისი სივრცის მოწესრიგება და რესურსებით უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა (B კატეგორია).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული თანდართული ფაილი – CV (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება) და გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ოქტომბერი.
ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.modusi.ge
ტელეფონი: 577 95 90 36