“სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, კოლეჯ მოდუსს ქ. რუსთავის #22 სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ ტექნიკური ბაზა და ინოვაციური ლაბორატორია, მიიღეს ინფორმაცია სასწავლებელში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ.