28 ივნისს, კოლეჯს “მოდუსს” მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფ. ნახიდურის, ალგეთის, ხიდისყურის, მოლაოღლის და ხულდარის მკვიდრი ახალგაზრდები ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ სასწავლო შესაძლებლობებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროფესიულ პროგრამებს. დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული ინოვაციური ლაბორატორია “ფაბლაბ მოდუსი”, სადაც კოლეჯის სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის კომპეტენციების დაუფლების და იდეების პროტოტიპირების შესაძლებლობა აქვთ.
სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე, რა სახის პროფესია / სპეციალობების შესწავლაა შესაძლებელი და რომელი მათგანია მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე, რომ მომავლისთვის ინფორმირებული პროფესიული არჩევანი გააკეთონ.
ვიზტი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID – US Agency for International Development) დაფინანსებით.
ღონისძიება შედგა “Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო” – თან თანამშრომლობით.