News & Events
ვაკანსია
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აცხადებს ვაკანსიას მუშისა და ზეინკლის პოზიციაზე.
ზეინკალი
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
- ცივი წყლის მრიცხველის მონტაჟი;
- გათხრითი სამუშაოების წარმოება;
- აღრიცხვის კვანძის მოწყობა;
- ჭის კვანძის მოწყობა;
- პოლიეთილენის მილსადენებისა და ფასონული ნაწილების შედუღება-მონტაჟი;
- სახანძრო ბოჭკოების და სხვა ფასონხული ნაწილების მონტაჟი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/პროფესიული(ტექნიკური) განათლება;
- სასურველია 6 თვის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- სასურველია მილების შესადუღებელი უთოს, დისკური ხერხის “ბალგარკის” და ხრახნის საჭრელის გამოყენების ცოდნა;
- სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
- გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- საველე პირობებში მუშობის უნარი.
მუშა
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
- გათხრითი სამუშაოების წარმოება;
- ჭის მოწყობა-მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/პროფესიული(ტექნიკური) განათლება;
- სასურველია 6 თვის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- სასურველია იარაღებთან მუშაობის გამოცდილება (ბარი, ნიჩაბი, წერაქვი, და ა.შ.);
- სასურველია პერფორატორთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
- გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- საველე პირობებში მუშობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 სთ-მდე შემდეგ ნომერზე: 595 256 143