ხარისხის უზრუნველყოფა
კოლეჯში მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, რომლის გახორციელების უზრუნველყოფის კოორდინაციას ახორციელებს ხარისხის მართვის სამსახური – ხარისხის მართვის მენეჯერი, სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი მექანიზმები:
– დაწესებულების ავტორიზაცია;
– საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;
– დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შიდა გეგმიური მხარდაჭერა/მონიტორინგი;
– საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;
– სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები.
დაწესებულებაში ხარისხის მართვის სამსახური:
– კოორდინაციას უწევს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისა და სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურებს.
– ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე;
– ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;
– ახორციელებს ხარისხის შიდა შეფასებას, რისთვისაც უფლებამისილია – ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ხოლო სამსახურები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ ეს ინფორმაცია ან აცნობონ მიზეზი მის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ;
– ახორციელებს ხარისხის მართვის არსებული მექანიზმების გადახედვას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევის – პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე (მ.შ. მოდულური პროგრამების დანერგვა და დუალური სწავლების პრინციპების შემოღება);
– აცნობს პერსონალს განათლების სფეროში უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებს, უწევს მათ კონსულტირებას და დახმარებას პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
– ატარებს ლექცია – სემინარებს სწავლების, სტუდენტის შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ხარისხის შიდა შეფასების მიზნით:
– აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვებს;
– აწარმოებს პერსონალის ანონიმური ან ღია გამოკითხვებს;
– ესწრება ლექცია – მეცადინეობებს, პრაქტიკების მიმდინარეობას;
– სისტემატურად ახორციელებს ვებ – გვერდის მონიტორინგს;
– სისტემატურად ახორციელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესის მონიტორინგს;
– ახორციელებს კონტროლს პროფესიულ მასწავლებელთა თვით განვითარების და კვალკიფიკაციის ამაღლების პროცესზე;