News & Events
სსიპ კოლეჯი მოდუსი > სიახლეები > პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მე-4 საჯარო სკოლის მშობლებთან გაიმართა
პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მე-4 საჯარო სკოლის მშობლებთან გაიმართა
პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
მორიგი შეხვედრა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლებთან გაიმართა. მსმენელები პროფესიული განათლების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
პროექტის მომდევნო ეტაპზე, მშობლებისთვის კოლეჯ „მოდუსში“ ექსკურსია მოეწყობა, სადაც კულინარიის შემსწავლელი ექსპრეს კურსის 15 ვაუჩერები გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ გენო იმერლიშვილის პროექტი „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოცხადებული “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია.