მისია, ხედვა, მიზანი და ღირებულებები
მისია:
კოლეჯის მისიაა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიონალების მომზადება მრავალპროფილური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიწოდების გზით.
ხედვა:
კოლეჯის ხედვაა, რომ მოდუსი იყოს ქვემო ქართლის რეგიონის ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული, მოქნილი შიდა სისტემით, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვით, უზრუნველყოფს შრომის ბაზრისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
მიზანი:
კოლეჯის მიზანია რეგიონში სამოქმედო არეალის გაფართოება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამრავალფეროვნება, თანამედროვე სწავლების მეთოდების, მაღალკვალიფიციური პერსონალის და არსებული მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იქნება ყველა პირობა პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარჩვევების გამოსამუშავებლად, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს/მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და დასაქმების საშუალებას. ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას.
ღირებულებები:
- თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- პროფესიონალიზმი;
- სიახლეებზე ორიენტირება;
- შრომის ბაზრისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობაზე ორიენტირება;
- ინკლუზიური მიდგომა და არადისკრიმინაცია;
- გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართვა.