ვაკანსია N20

“სსიპ კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის თანამდებობაზე.

განათლება

** სავალდებულო: ბაკალავრი
** სასურველი: ფორმალური ან არაფორმალური განათლება ტურიზმის სფეროში

კომპიუტერული პროგრამები:

სავალდებულო:

** Microsoft Word;
** Microsoft excel;
** Microsoft Power Point;
** Internet;
** Outlook

სასურველი: ბლოგი, ვლოგი

ენების ცოდნა:

** სავალდებულო: ინგლისური B1/B2 დონე (გამართული წერა-კითხვა, საუბარი)
** სასურველი: ნებისმიერი უცხო ენა, მათ შორის რეგიონში გავრცელებული ენები (საკომუნიკაციო დონეზე)

სამუშაო გამოცდილება:

სავალდებულო: ტურისტულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.

სასურველი:

** სასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლად/ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო პროექტში, პროგრამაში ან ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების შექმნისა და მართვის გამოცდილება.

კომპეტენციები (ცოდნა, უნარები, პიროვნული თვისებები)

სავალდებულო:

პროფესიულმა მასწავლებელმა უნდა იცოდეს:

** ტურიზმის/მოგზაურობის ინდუსტრიის
** გლობალური, ეროვნული და ლოკალური მნიშვნელობა;
** მეგზურის/გიდის პროფესიის საერთაშორისო დარგობრივი სტანდარტები და ეთიკის ნორმები;
** ტურისტული რესურსების მახასიათებლები და ტურისტული პროდუქტის კონცეფცია;
** ტურის ფორმები და დანიშნულება;
** ექსკურსიის შექმნის მეთოდები და ხერხები;
** რეგიონის სპეციფიკაცია.

სასურველი: მანქანის მართვა

პროფესიულ მასწავლებელს უნდა შეეძლოს:

** ტურის დაგეგმვა/შედგენა,
** ჯგუფის გაძღოლა /ორგანიზება,
** საამბობი ტექსტის შემუშავება,
** ტექსტის მოყოლა/წარდგენა;
** ჯგუფის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მეგზურის/გიდის ვალდებულებების დაცვა;
** ჟესტური მხარის გამოყენება კომუნიკაციისას;
** ინტერპრეტაციის ტექნიკების გამოყენება;
** სოციალურ ქსელებში მუშაობა;
** ფოტოების გადაღება და დამუშავება სხვადასხვა მოწყობილობაზე;
** წარდგენების მომზადება-ჩატარება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრობლემებზე მყისიერი რეაგირება;
** პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: a.kapanadze@modusi.ge.

ka_GEGeorgian