ვაკანსია N1

სსიპ კოლეჯი მოდუსის პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის მიზნით, ცხადდება კონკურსი, “აღმზრდელის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

(მარნეული)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
• პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
• პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და სამუშაო გამოცდილება
პროფესიული განათლების მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან/და ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება
ან/და აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.


საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები
● საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
● პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
● სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება;
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Word;
Microsoft excel;
Microsoft Power Point;
Internet;
Outlook;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 08 ნოემბერი
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36

ka_GEGeorgian