News & Events
ვაკანსია: სასწავლო პროცესის ორგანიზების მენეჯერის თანამდებობა მარნეულში
სსიპ კოლეჯი მოდუსი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ორგანიზების მენეჯერის თანამდებობაზე მარნეულში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
** ფილიალში სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** ფილიალში დასაქმებული პროფესიულ მასწავლებელთა მუშაობის კოორდინაცია, მიღებული შედეგების შეფასება და ანგარიშის მომზადება;
** ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოების კოორდინაცია;
** ფილიალში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული შეფასებების ორგანიზება – დაგეგმვა, განხორციელება, საბოლოო უწყისების შემოწმება და კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერისთვის მიწოდება;
** ფილიალში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების, მსმენელების მშობლებსა ან/და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთვის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ფილიალში დასაქმებული პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ ჩატარებული საათების რაოდენობის აღრიცხვა და ყოველი თვის ბოლოს სასწავლო პროცესის მენეჯერისთვის გადაცემა;
** გაკვეთილებზე პერიოდულად დასწრება და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში დაშვებული ხარვეზების გამოვლენა და ანგარიშის მომზადება;
** პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ფილიალში დასაქმებული პროფესიულ მასწავლებელთა მიერ ჟურნალების შევსების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული შეფასებების განხორციელებაში მონაწილეობა;
** აქტიურად მუშაობა პრობლემურ მისაღებ კონტინგენტთან, საჭიროების შემთხვევაში მშობლებისა და ფსიქოლოგიის ჩართვა;
** საგანმანათლებლო რესურსებზე პროფესიულ სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** გამოცდილება: არანაკლებ 3 წლისა
** გამოცდილების სფერო: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office Word;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office PowerPoint;
** Outlook.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი (CV), პოზიციის დასახელების მითითებით, და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36