News & Events
ვაკანსია: ადმინისტრაციის მენეჯერის თანამდებობა მარნეულში.
სსიპ კოლეჯი მოდუსი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის მენეჯერის თანამდებობაზე მარნეულში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის ადმინისტრაციული და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;
** კომუნალური ხარჯების კონტროლი;
** ფილიალის შენობის გათბობის ექსპლუატაცია და კონტროლი, ელექტროენერგიის არარსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული კვების წყაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის კონტროლი;
** ყველა ოთახის სარეზერვო გასაღებების დამზადება და შენახვა;
** ფილიალის ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობების გადაადგილების, გაცემის და შესაბამისი ბაზის წარმოება;
** ფილიალის ტერიტორიაზე სანიტარულ ჰიგიენური წესრიგის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში საქონლის მიღება-ჩაბარების გაფორმება;
** წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, ფილიალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;
** ფილიალის მარაგების მართვა;
** ფილიალის საწყობის მოვლა/პატრონობა;
** შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა თანამშრომლებისათვის მიწოდება;
** ფილიალის საწყობის ყოველთვიური ნაშთების შემოწმება;
** გაცემული საქონლის აღწერა;
** ფილიალის საწყობის სამართავად აუცილებელი ჟურნალების და ჩანაწერების წარმოება;
** ფილიალის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
** ფილიალის საგანმანათლებლო პროგრამებით/მოდულებით განსაზღვრული პრაქტიკის განხორციელებისთვის საჭირო მასალების განსაზღვრა და ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი;
** სასწავლო პრაქტიკის და პრაქტიკული შედეგების შეფასების /მათ შორის განმეორებითი შეფასების / განხორციელების პროცესში გახარჯული რესურსების მონიტორინგი;
** ფილიალში დაგეგმილი შეხვედრების დროს შეხვედრების ოთახების მოწესრიგების და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** გამოცდილება: არანაკლებ 3 წლისა
** გამოცდილების სფერო: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office Word;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office PowerPoint;
** Outlook.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი (CV), პოზიციის დასახელების მითითებით, და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 თებერვალი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36