პოპულარული პროგრამები
ახალი ამბები
აღმზრდელის მოკლევადიანი პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს მასტერკლასი კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში შემდეგ თემებზე შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციების ანალიზი; ონლაინ პლატფორმების ეფექტური გამოყენება; პროფესიული რეზიუმეს შექმნა. პრაქტიკული მეცადინეობის დროს, მონაწილეებმა შეძლეს თეორიული ცოდნის რეალურ უნარებში გადატანა და საკუთარი რეზიუმეების შექმნა ონლაინ პლატფორმაზე.
ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მოდუსმა” 2024 წლის შემოდგომაზე წარმატებით გაიარა ფართომასშტაბიანი თვითშეფასების პროცესი, რომელიც წარმოადგენს პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მნიშვნელოვან ეტაპს. პროცესში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის 60-მდე წარმომადგენელმა, რომლებიც წარმოადგენდნენ კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. თვითშეფასების ფარგლებში დეტალურად შეფასდა 70-ზე მეტი კრიტერიუმი, რომლებიც მოიცავდა სასწავლო […]
პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით კოლეჯი „მოდუსი” 2025 წელს ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს – „ავტო ამფითეატრს” და პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალს 2025, რომელიც ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებს მოიცავს. ეს უკანასკნელი ხორციელდება სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის” სახელობის კოლეჯთან კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით.ინიციატივები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. პროექტები ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპებს […]